პარტიების მთლიანი შემოწირულობის 80% 643-მა ფიზიკურმა პირმა გაიღო, ხოლო დანარჩენი - 32 იურიდიულმა პირმა, რომელთაგან 31 "ქართული ოცნების" შემომწირველია, - ამის შესახებ ნათქვამია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების", "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა" და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ გამოქვეყნებულ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს შეფასებაში. როგორც მესამე სექტორში აღნიშნეს, წინასაარჩევნო პერიოდში გამოიკვეთა მნიშვნელოვანი დისბალანსი პარტიების სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულობებისა და კამპანიის ხარჯების თვალსაზრისით. მათივე ინფორმაციით, მმართველმა პარტიამ 2 ოქტომბრის ჩათვლით, სარეკლამო მომსახურებისათვის 4,939,306 ლარი გაიღო, მაშინ როცა სხვა ოპოზიციური პარტიების ხარჯები მნიშვნელობად ჩამორჩება მას.