ორის დონეზე ვიცით, რომ ყიზილაჯლოში ადგილი ჰქონდა შიდაპარტიულ დაპირისპირებას - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა აჰმედ იმამკულიევმა განაცხადა. მისივე განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით წინასწარ სხვა არანაირი ინფორმაცია არ აქვს. სოფელ ყიზილაჯლოში "ქართული ოცნების" ოფისთან თავდასხმა გუშინ საღამოს მოხდა, რა დროსაც რამდენიმე პირი დაიჭრა. დაჭრილებს შორის "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოვდაროვი და საკრებულოს მოქმედი დეპუტატი არიან.