2017 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, საქართველოში ნედლი ნავთობის გადამუშავების შედეგად 11 მილიონ 291 ათას 500 ტონა ნავთობპროდუქტებია წარმოებული, მათ შორის ნაფტა; ბენზინი, დიზელი და მაზუთი. დღეისთვის საქართველოში ორი ლიცენზირებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა: "გლობუსი" და "ზდ ნავთობის კომპანია". ორივე საწარმოზე ლიცენზიები 2015 წელს გაიცა და 25 წლის ვადით განისაზღვრა.