"ქართული ღვინის ფესტივალი 2017" თბილისში, შარდენზე გაიმართა. ღვინის ონლაინ მაღაზია allwine.ge-სა და "მეიდან ჯგუფის" ორგანიზებით, ქართული ღვინის მწარმოებლებმა ფესტივალის სტუმრებს საკუთარი ღვინო წარუდგინეს. გამოფენაზე 40-მდე სახეობის ღვინის გამოფენა - გაყიდვა და დეგუსტაცია გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში allwine.ge კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს იწყებს, პროექტი "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ!" - ქართული ღვინის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
ფესტივალი დატვირთული იყო სხვადასხვა სახის აქტივობით, ფესტივალის ორგანიზატორები სტუმრებს უნიკალური ჯიშის ყველს, ქართულ პურს, საუკეთესო ჩურჩხელასა და ჩირს სთავაზობდნენ, ფესტივალზე ჟღერდა მრავალფეროვანი მუსიკა. სოფლის მეურნეობის მინისტრი ფიქრობს, რომ "ღვინის ფესტივალი" მთელი ოქტომბრის განმავლობაში გაგრძელდეს. როგორც ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიესალმება მსგავს ინიციატივებს, რომელიც ხელს უწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას.