ჰიპერმარკეტ "გორგიას" დირექტორის გია გორგოშაძის გატაცების მცდელობისთვის დაკავებულ ოთხივე პირს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. ვასილი ვასილიადი, გურამ დგებუაძე, მენთეშაშვილი და ფოცხიშვილი ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებას იყენებენ. მათ ბრალად მძევლად ხელში ჩაგდების მომზადება ედებათ. როგორც ბრალდებულების ადვოკატებმა განაცხადეს, საქმეზე ბევრი გარემოებაა დასადგენი, მათ შორის ის, თუ როგორ მოხვდნენ ბრალდებულები იმ სახლში, სადაც ისინი დააკავეს. ადვოკატის თქმით, ასევე დასადგენია იმ ვიდეომასალის ავთენტურობა, რომელიც შსს-მ გაავრცელა.