პირი, რომლის გატაცებასაც შსს-ს მიერ დაკავებული 4 ადამიანი გეგმავდა, ჰიპერმარკეტ "გორგიას" დირექტორია. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" ხდება ცნობილი, 4 ადამიანი ჰიპერმარკეტ „გორგიას“ დირექტორს გია გორგოშაძეს სახლთან უნდა დახვედროდა და ავტომანქანით ერთ-ერთ ბინაში უნდა წაეყვანათ, რომელიც დაკავებულებს გორგოშაძის სახლთან ახლოს ჰქონდათ ნაქირავები. სამართალდამცველებმა გორგოშაძის გატაცების მცდელობა, დანაშაულის ჩადენის პროცესში აღკვეთეს. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა ოდენობის თანხის გამოძალვას გეგმავდნენ ბოროტმოქმედები.