აზიური ფაროსანას დასავლეთ საქართველოდან თბილისში გადმოტანის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა სატრანსპორტო საშუალებები იყოს. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ყველა მავნე ორგანიზმის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი გზა სატრანსპორტო საშუალებებია.