შინაგან საქმეთა სამინისტრომ იუმორისტ დავით როსტომაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული პირი დააკავა, რომელმაც ბადრაგირების დროს გაქცევა მოახერხა. უწყების ცნობით, დაკავებული პირი ამ დროისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. აღნიშნულმა პირმა, თანამზრახველებთან ერთად, 2017 წლის 14 ივნისს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, როსტომაშვილს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამავე ყაჩაღობის ფაქტზე, ბრალდებულის სახით, ასევე, დაკავებულია კიდევ ერთი მოქალაქე. საქმეზე გამოძიება გრძელდება.