თელავში, ”ევროპული საქართველოს” ოფისთან მომხდარინციდენტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს.”აღნიშნულ ფაქტზე შსს-ს თელავის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით (მუქარა). ოპერატიულად დადგინდა პირის ვინაობა და მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად სათამაშო იარაღი ამოიღეს. ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები”, - აცხადებენ შსს-ში.