"თბილისობის" ფარგლებში, მეტეხის ხიდზე, ჟურნალ AUTO BILD-ის ორგანიზებით ავტო-მოტო შოუ იმართება. დამთვალიერებელს მეტეხის ხიდზე ავტომანქანების უნიკალური მოდელებისა და ახალი მანქანების ხილვა შეუაძლიათ. დილიდან ავტოშოუს მრავალი დამთვალიერებელი სტუმრობს. უნიკალური ძველი მოდელების გარდა, ავტომოყვარულებს ძირითადად ის მოდელები აინტერესებთ, რომელიც საქართველოში ახალი შემოყვანილია გასაყიდად. მეტეხის ხიდზე ასევე განთავსებულია რადიო "პალიტრას" ავტომანქანის ფორმის ბანერი, სადაც მსურველებს სამახსოვრო ფოტოს გადაღება შეუძლიათ. როგორც ჟურნალ "AUTO BILD"-ის მარკეტინგის მენეჯერმა ლაშა წიკლაურმა აღნიშნა, ავტოშოუს მუდმივ დამთვალიერებელსაც კი წლევანდელ გამოფენაზე ბევრი სიახლე ელოდება.