ბათუმში, გულის საერთაშორისო დღე მოხალისეებმა და მედიკოსებმა ველოსიპედების მარშით აღნიშნეს.50-მდე ველოსიპედისტმა მარათონი აეროპორტიდან დაიწყო და ანბანის კოშკთან დაასრულა. მარშის მიზანი ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაა. ველოსიპედების მარში გულის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით წელს პირველად მოეწყო. ღონისძიების ორგანიზატორები საქართველოს გულის ფონდი და აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო არიან. მარათონი ტრადიციული გახდება.