ე.წ. ციანიდის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი ადვოკატებმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. როგორც ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა მოწმის ჩვენება და მტკიცებულება ადასტურებს, რომ მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის განაჩენი უსაფუძვლოა. დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ 5 სექტემბერს დამნაშავედ სცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, დეკანოზს ბრალი გადაუკვალიფიცირა და მამა გიორგი მამალაძე შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებაში სცნო დამნაშავედ.