ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს არის ზღვარს იქით გადასული ადამიანები, მე მათ პოლიტიკოსებსაც ვერ დავარქმევ, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და გუშინ თბილისის მერიასთან გამართულ აქციას.