გენერალური აუდიტორის პირველმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა. ნინო ლომჯარია განცხადებას საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ავცელებს და ის თანამდებობიდან წასვლის მიზეზს არ აკონკრეტებს, თუმცა, მისი გადაწყვეტილება შესაძლოა ახალი ხელმძღვანელის ზურაბ მექვაბიშვილის დანიშვნას უკავშირდებოდეს. გენერალური აუდიტორის ყოფილი მოადგილე უწყებაში მისი 10 თვიან საქმიანობით და უწყების მუშაობით კმაყოფილებას გამოხატავს. ლომჯარია მომავალში საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე მუშაობის სურვილს გამოთქვამს, ამისათვის კი ნებისმიერი საინტერესო შემოთავაზების განხილვას გეგმავს. ნინო ლომჯარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილედ 2016 წლის აპრილიდან მუშაობდა.