ბათუმში, იუსტიციის სახლის მიმდებარედ "ალიანს პალასის" მშენებლობაზე დაშავებულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ხუთივე დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. თვითმხილველების ინფორმაციით, ხუთივე დაშავებული საავადმყოფოში გადაყვანის დროს კონტაქტური იყო. „ალიანს პალასის“ შენობაზე ბეტონის ჩასხმის სამუშაოები მესამე სართულზე მიმდინარეობდა. როგორც მშენებლობაზე მყოფებმა განაცხადეს, ხარაჩო იმ დროს დაიშალა, როცა ბეტონის ჩასხსმის სამუშაოები მიმდინარეობდა.