"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თაჯდომარემ ნიკა მელიამ და ქუთაისის მერობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ხონში მერობის კანდიდატად ქალბატონი ნაზი გეგია წარადგინეს. ადგილობრივ მოსახლეობას პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ პარტიის საარჩევნო გეგმა გააცნო.მერობის კანდიდატმა ნაზი გეგიამ ხონში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და მოსახლეობას გამარჯვების შემთხვევაში მათ მოგვარებას დაჰპირდა.