ბევრი ქალი, მაღაზიაში შენაძენის გაკეთებისას, დეკორატულ კოსმეტიკას პირდაპირ სახეზე ტესტავს. მაღაზიაში დეკორატიული კოსმეტიკის ტესტერის, განსაკუთრებით ტუჩსაცხისა და წამწამების ტუშის წასმისგან თავის შეკავებაა საჭირო. არსებობს ინფექციის გადადების რისკი. შეიძლება მივიღოთ ტუჩზე ჰერპესი ან ქუთუთოებზე დემოდეკოზური ბლეფარიტი, რადგანაც ტესტერს სახესა და ტუჩებზე უამრავი ადამიანი ისვამს. ასევე, არ ღირს სახეზე ტონალური საშუალებისა და პუდრის ტესტერის წასმა. ჩვეულებრივ, სავაჭრო ცენტრებში ქალები სამსახურის ან სხვა მაღაზიებისა და ბუტიკების მოვლის შემდეგ შედიან და სახეც ისეთი სუფთა არ არის, როგორც დილით. ტონალური საშუალებისა და პუდრის წასმისას კი იხშობა ფორები, რამაც სახის კანზე ანთებითი მოვლენები შეიძლება გამოიწვიოს.