უიმედოთა ქალაქი- ამერიკელი მწერლის, სცენარისტის, პროდიუსერის, რეჟისორისა და მუსიკოსის, სტივენ კინგის, 558 გვერდიანი რომანი. ჟანრი მისტიკური თრილერი. ორიგინალი 1996 წელს ინგლისურ ენაზე გამოიცა და პირველივე ტირაჟიდან მილიონ შვიდასიათასი ეგზემპლარი გამოცემისთანავე გაიყიდა. უიმედოთა ქალაქი დღემდე ინარჩუნებს ბესთსელერის სტატუსს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. რომანის მიხედვით მოქმედება ამერიკის ჩრდილოეთით, უიმედოთა ქალაქში ვითარდება, რომელშიც ბოროტებამ დაისადგურა. ქალაქი სადაც მოძრაობას მანიაკი, მკვლელი პოლიციელი არეგულირებს, სულისშმძვრელი შიში ყოველი ფეხის ნაბიჯზეა. უიმედოთა ქალაქი სტივენ კინგმა ნევადაში ცხოვრების შემდეგ გადაწყვიტა. სწორედ ნევადა გახდა რომანის დაწერის ინსპირაცია.