უკონტაქტო პატრულირების ამოქმედებიდან ორ თვეში 3 ათასზე მეტი ჯარიმა დაიწერა. შსს-ს სტატისტიკის თანახმად, 2017 წლის 1-ელი ივლისიდან 1-ელ სექტემბრამდე, უკონტაქტო პატრულირების შედეგად გამოვლენილი სამართალდარღვევების საფუძველზე საქართველოში 3065 საჯარიმო ქვითარი შედგა. ცნობისთვის, საგზაო უსაფრთხოების კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, უკონტაქტო პატრულირება, ქვეყნის მასშტაბით 1-ელი ივლისიდან გზის გარკვეულ მონაკვეთებზე ამოქმედდა. მძღოლს უკონტაქტო პატრულირების ზონაში შესვლამდე, შესაბამისი მანიშნებელი ხვდება, რომლიც მას აფრთხილებს, რომ ის უკონტაქტო პატრულირების ზონაში შედის.