ქურდობა ზესტაფონში - უცნობმა პირებმა ზესტაფონის რაიონული სამმართველოს ყოფილი უფროსის დავით გიგაშვილის ნაქირავები საცხოვრებელი ბინა გაქურდეს. მეზობლების თქმით, მან საცხოვრებელი უკვე დატოვა და ის ადგილზე აღარ ცხოვრობს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბინიდან წაღებულია ოქრო. შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ გამოძიება 177-ე მუხლით მიმდიანრეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.