პირველად საქართველოში, საჯარო შესყიდვების თემაზე მსოფლიო მასშტაბის ფორუმი სახელწოდებით "რეგიონალური ფორუმი სამთავრობო შესყიდვებზე" ჩატარდა. ფორუმის ფარგლებში, საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებიდან, 50 კაციანი დელეგაცია ეწვია. ფორუმს მსოფლიოში ავტორიტეტული ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები ესწრებოდნენ. 2-4 ოქტომბერს საქართველოში სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით კიდევ ერთი მასშტაბური ფორუმის ჩატარებაა დაგეგმილი. აღნიშნული ფორუმები ყოველ წელს იმ ქვეყანაში ტარდება, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სფეროს რეფორმებითა და მოდერნიზაციის მიღწევებით გამოირჩევა.