"თბილისის ფოტო ფესტივალის" ფარგლებში, "თიბისი გალერეამ" ორ გამოფენასა და ალბომის "რუსული დღიურის კვალდაკვალ" პრეზენტაციას უმასპინძლა. ალბომი Magnum Photos დამაარსებლის, ცნობილი ომის ფოტოგრაფის, რობერტ კაპასა და ამერიკელი ნობელიანტი მწერლის, ჯონ სტეინბეკის საქართველოშ, უკრაინასა და რუსეთში მოგზაურობის იუბილეს მიეძღვნა. წლევანდელი იუბილეს ფარგლებში, სააგენტომ Magnum Photos 70 წლის წინანდელი პროექტის ახალი ვერსია შექმნა თანამედროვე ფოტოგრაფისა და მწერლის მონაწილეობით, რომლებმაც კაპასა და სტეინბეკის მარშრუტი გაიარეს და აღწერეს ადამიანების დღევანდელი ყოფა იმავე სივრცეში.