"ნაციონალურ მოძრაობაში" წლების წინ იყო დავით კეზერაშვილი, რომელმაც - ყაჩაღობით, ქურდობით და ძარცვით იშოვა მილიონები, ახლა კი ბიძინა ივანიშვილის შექმნილ "ევროპულ საქართველოს" აფინანსებს - ნიკა მელიას მიერ წინა კვირაში გაკეთებული ეს განცხადება, არამარტო საზოგადოებისთვის, მისი თანაპარტიელებისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა. რატომ გახდა დავით კეზერაშვილი „სირცხვილი“ პარტიისთვის, რომელსაც ის წლების მანძილზე აფინანსებდა, რატომ არჩია ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა "ევროპული საქართველო" "ნაციონალურ მოძრაობას" და რა შეხვედრა შედგა მასსა და მიხეილ სააკაშვილს შორის - ჟურნალისრტი რუსა შელია მუშაობდა ამ თემაზე "კვირის პალიტრისთვის" და ვრცლად გაგვარკვევს საკითხში.