ეკონომისტ მიხეილ დუნდუას განცხადებით, საქართველში 1000 მოსახლიდან 800-მდე ადამიანს ბანკის ვალი აქვს და ამ მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში პირველ ადგილზეა. მისივე განმარტებით, ბანკები მოქალაქეებზე სესხს შემოსავლების დადასტურების გარეშე გასცემენ, რაც დაუშვებელია. მიხეილ დუნდუა ეროვნულ ბანკს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.