წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2017 წლის აგვისტოში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 15.1%-ით ანუ 16 მილიონი ამერიკული დოლარით გაიზარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 291 მილიონ 900 ათსი ლარი შეადგინა.სებ-ის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.5 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აგვისტოში 1 მილიონ დოლარს გადააჭარბა. აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი საქართველოში რუსეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, იტალიიდან, საბერძნეთიდან და ისრაელიდან შემოვიდა. სების მონაცემებით, გასულ თვეს საქართველოდან საზღვარგარეთ 46 მილიონ 500 ათასი ლარი გადაიგზავნა, ნაცვლად 40 მილიონ 200 ათასი ლარისა.