ვაჟა ფშაველას გამზირზე კომპანია „ავერსის“ სააფთიაქო ქსელის მოდერნიზებული აფთიაქი გაიხსნა. ახალ აფთიაქში მომხმარებელს მედიკამენტების ფართო ასორტიმენტი, სხვადასხვა დასახელების სამკურნალო და დეკორატიული კოსმეტიკა, ბავშვის კვებისა თუ მოვლის საშუალებები და მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტთა გამოცდილი გუნდი დახვდება.ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს „ავერსის“ აფთიაქებში არსებული პროდუქცია 25%-მდე ფასდაკლებით იყიდება. ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტების შეძენა კი მომხმარებლებს ყოველდღე 40%–მდე ფასდაკლებით შეუძლიათ. კომპანია ავერსის განვითარება ერთი პატარა აფთიაქით, 1994 წლის 14 ნოემბერს დაიწყო და ამ დროისთვის ავერსი საფთიაქო ქსელის 229 ობიექტს აერთიანებს, საიდანაც 104 თბილისში 125 კი რეგიონებშია განთავსებული.