ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა საჯარო დისკუსია გამართა თემაზე: ევროდირექტივა - სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ. კვლევის ცენტრის ინფორმაციით, ქართულ ბაზარზე სათამაშოების უმრავლესობა იმპორტირებულია და იმპორტი ხორციელდება ისეთი ქვეყნებიდან სადაც სათამაშოების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კონტროლის მექანიზმები თითქმის არ არსებობს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება სათამაშოების უსაფრთხოების სტანდარტის დანერგვას და ბაზრის კონტროლის შესაბამისი მექანიზმების ამოქმედებას 2019 წლამდე ავალდებულებს.