სახალხო დამცველის აპარატი შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიას იწყებს. უჩა ნანუაშვილის განმარტებით, ქვეყანაში უბედურ შემთხვევებზე არაეფექტური რეაგირება ხდება და აუცილებელია, დროულად შეიქმნას შრომის პირობების ინსპექტირების განმახორციელებელი ეფექტიანი მექანიზმი, რომელსაც ექნება დამსაქმებელთა დაუბრკოლებლად შემოწმების, შესასრულებლად სავალდებულო გადაწყვეტილებების მიღებისა და შესაბამისი სანქციების გამოყენების შესაძლებლობა.