2017 წლის პირველ 8 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 32%-ით გაიზარდა და 726 296 შეადგინა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს მონაცემებით, ვიზიტორთა 58 % ადგილობრივია, 42% კი - უცხოელი. წინა წელთან შედარებით ქართველი ვიზიტორების რაოდენობა 28%-ით, ხოლო უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა - 38%-ითაა გაზრდილი.
საერთო ჯამში, 2017 წლის პირველ რვა თვეში ტურისტული სერვისებიდან მიღებული შემოსავლები 73%-ით გაიზარდა და 2 956 645 ლარი შეადგინა.