გუშინ ჩვენ მოგვაყენეს დარტყმა, მტერმა დაჭრა ჩვენი სამი თანამებრძოლი ავღანეთში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში განაცხადა. გიორგი მარგველაშვილმა ქართველ ოფიცრებს ის მისია შეახსენა, რაც მათ აღებული აქვთ ქვეყნის წინაშე, ამავე დროს ავღანეთში დაჭრილი ქართველი ჯარისკაცების დამსახურებას გაუსვა ხაზი და მათ მალე გამოჯანმრთელება უსურვა.