"ვისოლმა" საბერძნეთში ენერგეტიკის სფეროში ყველაზე მსხვილ ბიზნეს ჯგუფთან, "საბერძნეთის პეტროლიუმთან" ხელშეკრულება გააფორმა და საქართველოში ეკოს ავტოგასამართი სადგურების ქსელის განვითარების ექსკლუზიური უფლება მიიღო. ეკოს პირველი პილოტური ავტოგასამართი სადგური თბილისში ვაჟა ფშაველას 27 ნომერში განთავსდა. ავტოგასამართ სადგურზე ეკოს უმაღლესი ხარისხის საწვავის სრული სპექტრი იქნება წარმოდგენილი. ეკოს ავტოგასამართი სადგურის ოფიციალური გახსნის ცერემონიას საბერძნეთის ელჩი საქართველოში და საბერძნეთის პეტროლიუმის წარმომადგენლები დაესწრნენ.