კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანასთან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დამატებითი ძალების ჩართვის აუციელბლობას ვერ ხედავს. როგორც ქადაგიშვილმა განაცხადა, ამჟამად ცეცხლის ჩაქრობაში მონაწილეობს ცოცხალი ძალა 350 ადამიანის შემადგენლობით. მისივე თქმით, ადგილზე ასევე მობილიზებულია სამი ვერტმფრენი და თუ ქარი ხეობაში ნისლს და დაკვამლიანებას გაფანტავს, ისინი სამუშაოებში ჩაერთვებიან. რაც შეეხება იმას, იგეგმება თუ არა სხვა ქვეყნებისთვის დახმარების თხოვნა და დამატებითი ვერტმფრენების მობილიზება, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ „ამ მომენტისთვის ამის აუცილებლობა არ არსებობს“.