ავთანდილ ხურციძის მეგობრებმა მოვახერხეთ ადვოკატისთვის საჭირო თანხის მოგროვება, - ამის შესახებ აშშ-ში, რუსული დანაშაულებრივი სინდიკატის წევრობის ბრალდებით დაკავებული მოკრივე ავთანდილ ხურციძის მეგობარმა, შერეული ორთაბრძოლების მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა ”კვირის პალიტრასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. როგორც მერაბ დვალიშვილი აღნიშნავს, სასამართლო პროცესი 8 სექტემბერს არის ჩანიშნული.
ადვოკატი გვარწმუნებს, რომ როგორც კი ხურციძე საპატიმროს დატოვებს, აშშ-ის მასშტაბით ნებისმიერ ადგილას ექნება ბრძოლის გამართვის უფლება. ავთოც კარგად გრძნობს თავს. ის ფსიქოლოგიურადაც ძლიერი ადამიანია და შემართებით არის - გამართლებული გამოვალო”, - განაცხადა დვალიშვილმა.