2017 წლის პირველი იანვრიდან, საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების შემდეგ, საქართველოოს საავტომობილო ბაზაზრე სიტუაცია საგრძნობლად შეიცვალა. მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აქციზის გადასახადის გასამმაგების გამო, მოთხოვნა ამ ტიპის ტრანსპორტზე მნიშვნელოვნად შემცირდა. სამაგიეროდ, იმატა ჰიბრიდებისა და ელექტრომობილების მომხმარებელთა რაოდენობამ. როგორც კავკასიის ავტოიმპორში ახადებენ, კომპანიაში ბოლო თვეების მონაცემებით, ჰიბრიდული ავტომობილების რეალიზაცია 50 %-ით არის გაზრდილი. ალექსანდრე ვეკუას განმარტებით, იაპონიის ბაზარი ამერიკულით უკვე თითქმის სრულად ჩაანაცვლებულია. ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა ჰაბ ჯორჯიას დამფუძნებლის განმარტებით, საქართველოში ელექტრომობილების იმპორტს მეტი წახალისება სჭირდება და ხელისუფლებამ კერძო სექტორის ჩართულობით, ამ ტიპის ავტპმობილებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნაზე უნდა იზრუნოს.