მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის გამო, ფუნიკულიორის სარკინიგზო გზა დროებით დაიკეტა. როგორც ადმინისტრაციაში განმარტეს გადაწყვეტილების მიღება უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე გახდა საჭირო, თუმცა, იქვე აღნიშნავენ, რომ კერები სარკინიგზო გზასთან ახლოს არ არის. ჭონქაძის ქუჩაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ სამაშველო ოპერაციაში შს სამინისტროს ვერტმფრენი ერთვება.