თბილისში, მთაწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, სავარაუდოდ, ცეცხლი ბალახს გაუჩნდა. "უკვე გასულები არიან ჩვენი ჯგუფები. სავარაუდოდ, ცეცხლი ბალახს უკიდია", - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების სამსახურში.
იხილეთ: მთაწმინდაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენი ერთვება - ადგილზე ათეულობით მეხანძრე მუშაობს