მთაწმინდაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენი ერთვება, - ამის შესახებ შს სამინისტროში აცხადებენ. მათი ინფორმაციით, ორი მხრიდან ხდება სახანძრო ტექნიკის მობილიზება. ამასთან როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე ათეულობით მეხანძრე მუშაობს.
იხილეთ: LIVE მთაწმინდიდან, სადაც ხანძარი გაჩნდა
პირველი კადრები მთაწმინდიდან, სადაც ხანძარი ძლიერდება
ტოვებენ თუ არა დამსვენებლები მთაწმინდის პარკს, მიმდებარედ გაჩენილი ხანძრის გამო?