თბილისთან ახლოს, ნაფეტვრების დასახლებაში ხანძარი თითქმის ლოკალიზებულია, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ხანძრის მასშტაბი უცნობია, თუმცა ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფების დროულად მისვლის შედეგად მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.