ოზურგეთში, მამაკაცმა ყოფილი სიდედრი, მისი მეზობელი და მცირეწლოვანი ბავშვი დაჭრა. თვითმხილველების თქმით შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ყოფილი ცოლის ოჯახში, სავარაუდოდ, სანადირო თოფით მივიდა. ბრალდებული დაკავებულია და აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. შსს-ის ინფორმაციით გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
იხილეთ: მამაკაცმა ყოფილი სიდედრი, მისი მეზობელი და 5 თვის ბავშვი სანადირო თოფით დაჭრა - შემთხვევა ოზურგეთში