მამაკაცმა ყოფილი სიდედრი, მისი მეზობელი და 5 თვის ბავშვი სანადირო თოფით დაჭრა - შემთხვევა ოზურგეთში - Palitra News

მამაკაცმა ყოფილი სიდედრი, მისი მეზობელი და 5 თვის ბავშვი სანადირო თოფით დაჭრა - შემთხვევა ოზურგეთში

2017-08-31 12:05:35+04:00

ოზურგეთში, მამაკაცმა ყოფილი სიდედრი, მისი მეზობელი და მცირეწლოვანი ბავშვი დაჭრა. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ყოფილი ცოლის ოჯახში, სავარაუდოდ, სანადირო თოფით მივიდა."მედალფას"ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორის, დავით მდინარაძის თქმით, ორმა ქალბატონმა უკვე დატოვა სამედიცინო ცენტრი და დღეს ბავშვიც გაეწერება. ბრალდებული დაკავებულია და აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

იხილეთ: ახალი დეტალები ოზურგეთიდან, სადაც მამაკაცმა სიდედრი, მისი მეზობელი ქალი და ბავშვი დაჭრა - ექიმისა და მეზობლების კომენტარები