აბასთუმნის ტყეში ხანძარია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა და სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. მათივე ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესში ერთვება ვერტმფრენიც. ჯერჯერობით უცნობია, რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული.