იანვარი-ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მსუბუქი ავტომობილების იმპორტი საქართველოში მცირედით არის გაზრდილი. კერძოდ, ცვლილებამ 43.9 ათასი დოლარი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, იანვარი-ივლისში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 261 მილიონ 297.4 ათასი დოლარი იყო. მაშინ როცა, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტმა 261 მილიონი 253.5 ათასი დოლარი შეადგინა.