შსს-ს სასაზღვრო პოლიციის 4-მა თანამშრომელმა ღუდუშაურის სახელობის კლინიკა უკვე დატოვა. საავადმყოფოში მათ ყველა აუცილებელი კვლევა ჩაუტარდათ. საბედნიეროდ, არც ერთ მათგანს დაზიანებები არ აღმოაჩნდა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სასაზღვრო პოლიციის მფრინავებს კლინიკაში ტელეფონით ესაუბრა. პრემიერ-მინისტრმა ეკიპაჟის წევრებს პროფესიონალიზმისა და გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და ჯანმრთელობა უსურვა.
იხილეთ:
როგორ ამოყავთ ჩამოვარდნილი ვერტმფრენი წყლიდან - უახლესი კადრები ბორჯომის ხეობიდანკადრები ბორჯომის ხეობიდან, სადაც ვერტმფრენი წყალში ჩავარდა - ეკიპაჟის წევრები ღუდუშაურის საავადმყოფოში გადმოჰყავთსამი დაშავებული, სამაშველო ბრიგადები, ექიმები, ექსპერტ-კრიმინალისტები და გამომძიებლები - წყალში ჩავარდნილი ვერტმფრენი და ამოყვანის სამუშაოები ბორჯომში