ბორჯომის ხეობაში ერთ-ერთი ვერტმფრენი წყალში ჩამოვარდა. წყალში ჩავარდნილი ვერტმფრენი ქართულია. ვერტმფრენში ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა. წინასწარი მონაცემებით, სამივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორ ცნობილი გახდა, ვერტმფერენი წყლის რეზერვუარის ავსებისას ჩავარდა. ადგილზე სახანძრო და სამაშველო ბრიგადები, ექიმები და სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. ეკიპაჟის წევრები თბილისში, ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში გადმოჰყავთ. ეკიპაჟის წევრებს მძიმე დაზიანებები არ აქვთ, მათ მხოლოდ გარეგანი დაზიანებები მიიღეს.
იხილეთ: როგორ ამოყავთ ჩამოვარდნილი ვერტმფრენი წყლიდან - უახლესი კადრები ბორჯომის ხეობიდან
როგორია ბორჯომში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრების მდგომარეობა - კომენტარს დავით სერგეენკო აკეთებს ბორჯომში ვერტმფრენის წყალში ჩავრდნასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს