კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში მცხოვრები ფერმერის მიერ საკუთარ საყანე ნაკვეთში ბალახის დაწვამ საზოგადოების ნაწილში აჟიოტაჟი გამოიწვია. სოციალურ ქსელში მოქალაქეების მიერ აღაიანში „ხანძრის“ ამსახველი ფოტო და ვიდეომასალები ვრცელდება, თუმცა აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთმა ფერმერმა მოსავალი აიღო და საკუთარ ნაკვეთში ნარჩენებს წვავს.
როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, პრევენციის მიზნით ფერმერმა ცეცხლის დანთებამდე სახანძრო ბრიგადა თავად გამოიძახა, რომელიც ახლა ადგილზე ბალახის წვის პროცესს მეთვალყურეობას უწევს.კოცონის გარშემო შეკრებილი არიან ადგილობრივები.