კომერციული ბანკების წმინდა მოგება გაიზარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკური ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-ივლისში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 519 მილიონ 203 ათასი ლარი შეადგინა, რაც 49,5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. სების მონაცემებით, მხოლოდ ივლისში ბანკების მოგება 71,2 მილიონი ლარი იყო. ამასთან ერთად,საბანკო სექტორის წმინდა მოგება წლიურად გაზრდილია 14.7 მილიონი ლარით ანუ 26%-ით. საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, ივლისში კომერციული ბანკების შემოსავალმა 2 მილიარად 486 მილიონი ლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ამ მაჩვენებელმა 630 მილიონი ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საბანკო ბაზარზე არსებული 16 ბანკიდან მოგებაზეა 15 ბანკი. პირველი აგვისტოს მდგომარეობით, ზარალზე მხოლოდ "აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკია".