ბრიტანეთის პრინცესა დაიანას გარდაცვალებიდან 20 წელი გავიდა, მიუხედავად ამისა, მისი პიროვნების მიმართ ინტერესი არ წყდება. პრინცმა ჰარიმ დედის შესახებ BBC-სთან ისაუბრა, მან არაერთხელ აღნიშნა, რომ ის და თავისი ძმა დედის გარდაცვალებას დღემდე განიცდიან და ამაყები არიან რომ ლედი დის შვილები არიან. პრინცმა პაპარაცები, ავარიის დროს, ჯერ კიდევ ცოცხალი დაიანასთვის ფოტოების გადაღებაში დაადანაშაულა. „ძალიან რთული იყო ამ ფაქტან შეგუება, ადამიანები, რომლებიც დედაჩემს დასდევდნენ, შემდეგ ავტომობილის უკანა სავარძელში მომაკვდავს ფოტოებს უღებდნენ. ალბათ ძალიან რთულია მშობლისთვის, სწორად აუხსნა შვილებს რატომ გარდაიცვალა მეორე მშობელი, ეს მამაჩემმა მოახერხა, ის ჩვენს გვერდით იყო“ - განაცხადა პრინცმა ჰარიმ. შეგახსენებთ, ლედი დი 1997 წლის 31 აგვისტოს ავტოკატასტროფაში ეგვიპტელი მილიარდერის მუჰამედ ალ ფაიედის შვილთან დოდი ალ ფაიედთან ერთად დაიღუპა.