ბორჯომში ღამის საათებში ვერტმფრენი შეწყვეტს მუშაობას, თუმცა მორიგე ჯგუფები მთელი ღამე იმუშავებენ - რა ვარაუდობს გამგებელი? - Palitra News

ბორჯომში ღამის საათებში ვერტმფრენი შეწყვეტს მუშაობას, თუმცა მორიგე ჯგუფები მთელი ღამე იმუშავებენ - რა ვარაუდობს გამგებელი?

2017-08-21 16:21:45+04:00

ბორჯომის გამგებელი ვარაუდობს, რომ ხანძრის ძირითადი კერები დღის ბოლოსთვის ჩამქრალი იქნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბორჯომის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა განუცხადა, ამჟამად მეხანძრე- მაშველები როგორც მძიმე ტექნიკით, ასევე ვერტმფრენის დახმარებით განაგრძობენ ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებს. გამგებლის თქმით, ღამის საათებში ვერტმფრენი შეწყვეტს მუშაობას, თუმცა მორიგე ჯგუფები მთელი ღამე იმუშავებენ.

იხილეთ: ვერტმფრენი სტიქიის ზონაში: ახალი კადრები ბორჯომის ტყის ხანძრიდან

ბორჯომის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია