ბორჯომის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია - Palitra News

ბორჯომის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

2017-08-21 14:25:55+04:00

ბორჯომის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება მოახერხეს და ამჟამად ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ხანძარი ბორჯომის ტყეში გუშინ გაჩნდა. რთული რელიეფური პირობების გამო ხანძრის ლოკალიზებაში ვერტმფრენიც იყო ჩართული. ადგილზე სხვადასხვა რაიონიდან 200-მდე მეხანძრე-მაშველი იყო ჩართული.