რა ვითარებაა ბორჯომის ტყეში ხანძრის მეორე დღეს - ცეცხლის კერები სოფელ ყვიბისის მხარეს რჩება - Palitra News

რა ვითარებაა ბორჯომის ტყეში ხანძრის მეორე დღეს - ცეცხლის კერები სოფელ ყვიბისის მხარეს რჩება

2017-08-21 10:13:48+04:00

ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის ერთი კერა პრაქტიკულად ლოკალიზებულია. როგორც ბორჯომის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა განაცხადა, დაბის მხრიდან ხანძრის კერა ლოკალიზებულია და ახლა მეხანძრეები ძირითად სოფელ ყვიბისთან მუშაობენ. "გუშინ მთელი ღამე სოფელ ყვიბისის მხრიდან ორი მძიმე ტექნიკა მუშაობდა, რომლებიც ხანძრის კერასთან მისასვლელ გზებს ჭრიდნენ. ახლა უკვე სახანძრო მანქანები აწარმოებენ ხანძრის ლოკალიზებას. რაც შეეხება დაბის მხარეს, იქ ხანძრის კერა პრაქტიკულად ლოკალიზებულია. რამდენიმე კერაა დარჩენილი სოფელ ყვიბისის მხრიდან", - განაცხადა ბირჯომის გამგებელმა.

იხილეთ: ბორჯომის ტყეში ხანძარს სხვადასხვა ქალაქიდან მობილიზებული 200-მდე მეხანძრე ებრძვის - ადგილზე წყლის დამატებითი რეზერვუარებიც გაკეთდა

ვერტმფრენი სტიქიის ზონაში: ახალი კადრები ბორჯომის ტყის ხანძრიდან